გიორგი კახიანი: თვითმმართველობის არჩევნებამდე ჩვენ უკვე სრულყოფილი საარჩევნო კანონმდებლობა გვექნება

გიორგი კახიანი: თვითმმართველობის არჩევნებამდე ჩვენ უკვე სრულყოფილი საარჩევნო კანონმდებლობა გვექნება

უკვე თვითმმართველობის არჩევნებამდე გვექნება სრულყოფილი კანონმდებლობა, რათა დღის წესრიგიდან მოვხსნათ რაიმე კითხვები ამ არჩევნების შედეგებთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა.

„ვქმნით სამუშაო ჯგუფს, რომელსაც უხელმძღვანელებენ როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. უკვე თვითმმართველობის არჩევნებამდე გვექნება სრულყოფილი კანონმდებლობა, რათა დღის წესრიგიდან მოვხსნათ რაიმე კითხვები ამ არჩევნების შედეგებთან​, - განაცხადა კახიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობა 2020 წლის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.