პარტია “მოქალაქეების“ წარმომადგენელი ლევან იოსელიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა

პარტია “მოქალაქეების“ წარმომადგენელი ლევან იოსელიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა

პარლამენტმა 87-ხმით, ვიცე-სპიკერის პოსტზე პარტია “მოქალაქეების“ წარმომადგენელი ლევან იოსელიანი აირჩია.

იოსელიანმა პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა ოპოზიციისთვის განკუთვნილი კვოტით დაიკავა.

ამასთან, ოპოზიციის კუთვნილ ვიცე-სპიკერის კიდევ ერთ პოსტზე პარლამენტმა დეპუტატი ავთანდილ ენუქიძე აირჩია.

ცნობისთვის, იმ მიზნით, რომ პარლამენტში ოპოზიციის სტატუსით შესულ ცალკეულ დეპუტატებს საპარლამენტო თანამდებობების დაკავება შესძლებოდათ, მმართველმა გუნდმა რეგლამენტში სპეციალური ცვლილებები შეიტანა, რაც მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის მოქმედებს.