მთავრობამ რიგი შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი, ზომები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.
„ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, საქართველოში სრული მასშტაბით ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც. მეტრო, ავტობუსი და სამარშრუტო მიკროავტობუსები. გარდა ამისა, 8 თებერვლიდან, ორშაბათიდან ასევე სრულად ამოქმედდება ბაზრობები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, დადებითობის მაჩვენებელი უკვე ჩამოვიდა 4%-ზე ქვემოთ, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, თამამად მაგრამ ფრთხილად გაგრძელდეს შეზღუდვების შემსუბუქება.
„თუმცა ყველას უნდა გვახსოვდეს, ეს უფრო მეტი პასუხისმგებლობაა თითოეული ჩვენგანისთვის, რათა წესები დავიცვათ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.