საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი გარდაიცვალა. "სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 19 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 240 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 583 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 16 605 ტესტი ჩატარდა.