სპაიკ ლი: დონალდ ტრამპი ისტორიაში ჰიტლერის გვერდით ჩაიწერება

სპაიკ ლი: დონალდ ტრამპი ისტორიაში ჰიტლერის გვერდით ჩაიწერება

კინოკრიტიკოსთა დაჯილდოებაზე წარმოთქმული სამადლობელი სიტყვისას, რეჟისორმა სპაიკ ლიმ დონალდ ტრამპსა და ჰიტლერს შორის პარალელები გაავლო და აღნიშნა, რომ "მთელი მსოფლიო შეერთებულ შტატებს დასცინის".

რეჟისორმა ნიუ-იორკის კინოკრიტიკოსთა გაერთიანებისმოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის New York, New York სპეციალური პრიზი მიიღო. სპაიკ ლის თქმით, ფილმი "ნიუიორკელებისთვის მიძღვნილი სასიყვარულო წერილია".

"ამერიკისთვის ყველაზე მწვავე დროა. მისი პრეზიდენტი – ნარინჯისფერი აგენტი, ისტორიას ისეთ სახელებთან ერთად შემორჩება, როგორც ჰიტლერია და მისი მხარდამჭერებიც ისტორიის არასწორ მხარეს აღმოჩნდნენ", — განაცხადა სპაიკ ლიმ და აღნიშნა, რომ ეს კომენტარი კაპიტოლიუმზე შეჭრის დღეს გააკეთა, რომელიც "ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სამწუხარო დღედ" შეაფასა.

სპაიკ ლი ამერიკის 45-ე პრეზიდენტის მიმართ ყოველთვის კრიტიკული იყო, ჯერ კიდევ 2017 წელს, როდესაც შარლოტვილის პროტესტის დროს აქტივისტი ჰეზერ ჰეიერი რასისტული იდეოლოგიის მიმდევარმა, ჯეიმს ფილდმა მოკლა, რეჟისორმა ტრამპს "ნაბიჭვარი" უწოდა, რადგან პრეზიდენტმა ბრალი ორივე მხარეს დასდო.

ტრამპმა კი სპაიკ ლი "პრეზიდენტზე რასისტულ თავდასხმაში" დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც 2019 წელს სპაიკ ლიმ ოსკარის სამადლობელ სიტყვაში ხალხს მოუწოდა არჩევნებზე სიყვარულსა და სიძულვილს შორის სწორი არჩევანი გაეკეთებინათ.