2020 წელს მსოფლიოში ყველაზე მეტი ავტომობილი Toyota-მ გაყიდა

2020 წელს მსოფლიოში ყველაზე მეტი ავტომობილი Toyota-მ გაყიდა

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota Motor-მა 2020 წელს 9,53 მილიონი ავტომობილი გაყიდა, რაც ავტოინდუსტრიაში წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ამასთანავე, 2019 წელთან შედარებით Toyota Motor-ის გაყიდვები 11,3%-ით შემცირდა. თუმცა, მისმა მთავარმა კონკურენტმა, გერმანულმა Volkswagen-მა 2020 წელს მხოლოდ 9,3 მილიონი ავტომობილი გაყიდა, რამაც Toyota Motor-ი მსოფლიო ლიდერად აქცია. ბოლოს რეიტინგის სათავეში Toyota Motor-ი 2015 წელს იმყოფებოდა.

პანდემიის ნეგატიური გავლენის მიუხედავად, 2020 წლის ბოლოს Toyota Motor-ის წარმოებამ კომპანიის ისტორიაში რეკორდულ დონეს მიაღწია. ამის ძირითადი მიზეზი ჩინეთში გაზრდილი მოთხოვნა გახდა, სადაც ეკონომიკა სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო სწრაფად აღდგა.