SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე ერთი რაკეტით ერთდროულად 143 თანამგზავრი გაიყვანა, რითაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რაკეტამ Falcon 9 სტარტი ფლორიდიდან აიღო. თანამგზავრები 30 კლიენტს ეკუთვნის, რომელთა შორისაც მთავრობები, ორგანიზაციები, კომპანიები და უნივერსიტეტებია, 10 თანამგზავრი კი თავად SpaceX-ს ეკუთვნის. ისინი გლობალურ სისტემა Starlink-ს შეუერთდებიან, რომლის მიზანიც მსოფლიოს ყველა კუთხის ინტერნეტით უზრუნველყოფაა.
წინა რეკორდი (104 თანამგზავრი ერთ რაკეტაზე) ინდურმა კომპანიამ 2017 წელს დაამყარა.