კანადელმა ქალმა დენგ პრავატოდუმმა ლატარეის ბილეთის შესავსებად ციფრების კომბინაცია გამოიყენა, რომელის მის ქმარს 20 წლის წინ დაესიზმრა და $60 მილიონი მოიგო. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, გასული წლის 1-ელ დეკემბერს წყვილი ბანკში წავიდა, სადაც პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ პრავატოდუმს გადასახადები უნდა გადაეხადა. მისი ქმარი კი ამ დროს ბილეთებს ამოწმებდა. ბანკის შენობიდან გამოსულ დენგს ქმარმა შეატყობინა, რომ მათ 60 მილიონი დოლარი მოიგეს.
დენგი, რომელის ოჯახიც კანადაში 1980-იან წლებში ლაოსიდან გადასახლდა, ამბობს რომ თანხას საკუთარი სახლის შესაძენად გამოიყენებს. მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ კი იმოგზაურებს.