თავბრუდამხვევი სიყვარული: ბრუკლინ ბექჰემმა საცოლის საპატივცემულოდ 5 ტატუ გაიკეთა

თავბრუდამხვევი სიყვარული: ბრუკლინ ბექჰემმა საცოლის საპატივცემულოდ 5 ტატუ გაიკეთა

ვიქტორია და დევიდ ბექჰემების უფროსი შვილი - ბრუკლინი, რომელიც დამწყები ფოტოგრაფი გახლავთ, ამჯერად მეხუთე ტატუს წარმოგვიდგენს, რომელიც ისევ და ისევ საცოლეს - ნიკოლა პელცს მიეძღვნა.

ახალი ტატუ არც მეტი, არც ნაკლები სასიყვარულო წერილია, რომელიც მის კისერს ამშვენებს, "ჩემო მარადიულო სიყვარულო! წაიკითხე ეს ყოველთვის, როცა შფოთვას იგრძნობ. მინდა იცოდე, თუ როგორ უყვარხარ სხვებს.. შენ ყველაზე კეთილი გული გაქვს, რომლის მსგავსსაც მე არასდროს შევხვედრილვარ.ერთად ყველაფერს გადავლახავთ თუ შენ მე ბოლომდე მენდობი. უსაზღვროდ მიყვარხარ. შენი მომავალი მეუღლე," - წერია ტატუზე.

შეგახსენებთ, რომ ბრუკლინს ასევე კისერზე ამშვენებს პელცის თვალების გამოსახულება, მისი სახელი, მისი გარდაცვლილი ბებიის - ჯინის სახელი და ფრაზა "ჩემი ცხოვრება, ჩემისიყვარული, ჩემი სიმართლე, ჩემი სუნთქვა, ჩემი სილამაზე, ჩემი ქონება".