პანდემიის მასშტაბის მსოფლიო მოვლენისთვის ემოციურად მომზადება ერთი შეხედვით, შეუძლებელია, თუმცა, ადამიანთა ერთი ჯგუფისთვის ცვლილებებთან შეგუება უფრო მარტივი აღმოჩნდა: ვგულისხმობთ ადამიანებს, რომლებიც ზომბებზე ფილმებსა და საი-ფაი აპოკალიპტურ ნამუშევრებს აქტიურად უყურებენ. ასეთია ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.
პენსილვანიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის, ჯონ ჯონსონის თქმით, მას სურდა, კოლეგებთან ერთად შეესწავლა, რა ფაქტორები განსაზღვრავს ინდივიდის ემოციურ მზაობას პანდემიისადმი. როგორც აღმოჩნდა, რაც უფრო მეტ ფილმს უყურებდა პანდემიამდე ადამიანი ზომბების, უცხოპლანეტელების შემოსევის თუ ამოუცნობი დაავადებების შესახებ, მით უფრო ადვილად უმკლავდებოდა პანდემიის ემოციურ ეფექტებს. ასეთი ფილმები გონებისთვის ერთგვარი რეპეტიცია იყო.
მკვლევრებმა 310 ადამიანი 13 ინდიკატორის მიხედვით გამოკითხეს.
პროფესორის თქმით, ახლა ამ ჟანრებით დაინტერესებას პანდემიისადმი გამძლეობაზე ნაკლები ეფექტი ექნება, თუმცა შეიძლება დისტოპიურმა ფილმებმა თუ სერიალებმა მომავალი კრიზისებისთვის მოგვამზადოს.
კვლევა კიდევ ერთხელ ამტკიცებს აზრს, რომ წიგნები, ფილმები და შეიძლება ვიდეოთამაშებიც კი არა მხოლოდ დროის გასაყვანი საშუალებაა, არამედ გონებრივი სავარჯიშოც იმ სცენარებისათვის, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში ვითარდება.