სანდრო ბოტიჩელის ნახატს „ახალგაზრდა მამაკაცი მედალიონით ხელში“ აუქციონზე გაყიდიან. აღორძინების ხანის ფლორენციელი ოსტატის ტილო ერთ-ერთია პორტრეტების იმ მცირერიცხოვან ჩამონათვალთა შორის, რომელიც დღემდე შემორჩა.
ვაჭრობა ნიუ-იორკში, სოტბის აუქციონზე მომავალ კვირასაა დაგეგმილი. ვარაუდობენ, რომ მე-15 საუკუნეში შექმნილი ნახატი ას მილიონ დოლარზე მეტად შეფასდება.