ლიეტუვას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომღერალი ფილიპ კირკოროვი ლიეტუვის არასასურველი პირების სიაში შეიყვანა. მედუზა ლიეტუვას შსს-ზე დაყრნობით წერს, რომ ქვეყანაში მომღერლის შესვლის აკრძალვა ძალაში დღეს, 19 იანვარს შევიდა.
მედუზას ცნობით, რუსეთისა და ბულგარეთის მოქალაქე კირკოროვს ქვეყანაში შესვლა ყირიმის ოკუპაციის მხარდაჭერის გამო აეკრძალა.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერმა, მარია ზახაროვამ ვილნიუსის აღნიშნული გადაწყვეტილება დაგმო და ხელოვანების მიმართ რეპრესიულ მიდგომად შეაფასა. მან, ვილნიუსის ქმედებას, ასევე, აბსურდული და სულელური უწოდა.
კირკოროვის ლიეტუვაში შესვლის აკრძალვის შესახებ დისკუსია მას შემდეგ დაიწყო, რაც ფილიპ კირკოროვისა და მიხეილ შუფუტინსკის ტურნე Covid-19-ის პანდემიის გამო გაუქმდა. გაუქმებული კონცერტის შემდეგ კი, მათ ზარალის დასაფარად, დაახლოებით, 30 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია მიიღეს.
ლიეტუვას საგარეო უწყებამ რუსი შემსრულებლების კონცერტებს რუსული პროპაგანდის ინსტრუმენტი უწოდა.