ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას გამარტებით, საქართველო მზადაა სამივე ტიპის ვაქცინა მიიღოს, რომლებიც ტექნიკურად შენახვის სხვადასხვა პირობებს მოითხოვს.
გაბუნიამ აღნიშნა, რომ ყველაზე ადრე Pfizer-ის ვაქცინიის შემოტანაა მოსალოდნელი, თუმცა მისივე თქმით, მუშაობა მიდის "ასტრაზენეკას" ვაქცინის შემოტანაზეც.
"ქვეყანას აქვს პირობა შეინახოს სამივე ტიპის ვაქცინა, რომელიც საჭიროებს -80 გრადუსიან ტემპერატურულ რეჟიმს, ასეთი ამ ეტაპზე არის Pfizer-ის ვაქცინა, ასევე, -20 გარდუსიანი რეჟიმით, რომელიც არის Moderna-ს ვაქცინა, 2-დან 8- გრადუსამდე ტემპერატურული ვაქცინები, ჩვენთვის არის პრაქტიკულად რუტინული იმუნიზაციის სქემის მოთხოვნა, რასაც ქვეყანა დიდი ხანია სეუფერხებლად ახორციელებს", - თქვა თამარ გაბუნიამ.