აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმცროსი ქალიშვილი ტიფანის ტრამპი 23 წლის მილიარდერზე, მაიკლ ბულოსზე დაინიშნა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს.
მისი ინფორმაციით, ბიზნესმენმა 27 წლის ტიფანის ნიუ-იორკელი ოქრომჭედლის, სამერ ჰალიმეს მიერ დამზადებული ბეჭედი აჩუქა. ნიშნობის ბეჭედს 13 კარატის ზურმუხტი და 2 ბრილიანტი ამშვენებს.
გამოცემის ცნობით, ბეჭდის სავარაუდო ღირებულება 1,2 მილიონი დოლარია. მაიკლ ბულოსმა ის დუბაიში შეიძინა.