იტალიის პოლიციამ 500 წლის ნახატი იპოვა და მუზეუმში დააბრუნა, თუმცა თანამშრომლებმა ტილოს გაუჩინარების შესახებ არაფერი იცოდნენ. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ტილო Salvator Mundi-ს ასლია, რომელიც სავარაუდოდ ლეგენდარულმა ლეონარდო და ვინჩიმ დაწერა. ექსპერტების აზრით, ასლის ავტორი და ვინჩის მოსწავლეა. ნახატი ნეაპოლში, ერთ-ერთი ბინაში იპოვეს. ის კარადაში იდო.
ბინის 36 წლის მფლობელი მოპარული ნივთების შეძენის ბრალდებით დააკავეს.
ჩვეულებრივ, ტილო ქალაქის ერთ-ერთ მუზეუმში ინახება, თუმცა მუზეუმის თანამშრომლებს ოთახი, რომელშიც ის კიდია 3 თვის განმავლობაში არ გაუხსნიათ, ამიტომ ქურდობის შესახებ არაფერი იცოდნენ.