რძის სოუსში გამომცხვარი კარტოფილი

რძის სოუსში გამომცხვარი კარტოფილი

ინგრედიენტები

4   ჭიქა დაჭრილი კარტოფილი

3   ს/კ კარაქი

3   ს/კ ფქვილი

1 1/2  ჭიქა რძე

1   ჩ/კ მარილი

ცოტაოდენი დაფქული წითელი წიწაკა

1   ჭიქა გახეხილი ყველი ჩედერი

1/2  ჭიქა გახეხილი ყველი

პაპრიკა

მომზადება

მცირე ზომის ქვაბში გაადნეთ კარაქი და კარგად შეურიეთ ფქვილი, ერთი წუთით დაასვენეთ. სათქვეფის დახმარებით მთლიანად შეურიეთ რძე, შეაზავეთ მარილითა და წიწაკით. დადგით ქვაბი დაბალ ტემპერატურაზე, მიიყვანეთ დუღილამდე, ერთგვაროვანი მასის მისაღებად დროდადრო ურიეთ სათქვეფით. შეამცირეთ ტემპერატურა და შეურიეთ ყველი ჩედერი.

გადაანაწილეთ თხლად დაჭრილი კარტოფილის ნახევარი ცხიმ მოსმულ საცხობ ჭურჭელზე. კარტოფილის ფენას მოასხით ყველის სოუსის ნახევარი. გააკეთეთ ასეთივე მეორე ფენა დარჩენილი კარტოფილისა და სოუსისგან. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი. შეფერილობისთვის მოაპნიეთ ცოტაოდენი პაპრიკა.

აცხვეთ დაუფარებლად ერთი საათის განმავლობაში, 175C გრადუსზე.