ინგრედიენტები
2 ცალი ბადრიჯანი
მარილი
ახლად დაფქული შავი პილპილი
1 1/2 ჭიქა მარინარას სოუსი
1 ცალი ათქვეფილი კვერცხი
1 1/2 ჭიქა ყველი რიკოტა
1/2 ჭიქა გახეხილი პარმეზანი
1/2 ჭიქა გახეხილი მოცარელა
1 კბილი დაკეპილი ნიორი
დაჭრილი რეჰანი
მომზადება
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე.
ბადრიჯანი სიგრძეზე თხელ ნაჭრებად დაჭერით. ლანგარზე ქაღალდის ხელსახოცი დააფინეთ და დაჭრილი ბადრიჯანი დააწყვეთ. მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ 15 წუთით. გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით და დიდ საცხობ ლანაგრზე მოათავსეთ. მოასხურეთ ზეითუნის ზეთი და აცხვეთ 8–10 წუთით ბადრიჯნის დარბილებამდე.
ამასობაში, გააკეთეთ შიგთავსი: საშუალო ზომის თასში აურიეთ ყველი რიკოტა, ათქვეფილი კვერცხი, ნიორი, ¼ ჭიქა გახეხლი ყველი პარმეზანი და ¼ ჭიქა გახეხილი ყველი მოცარელა. კარგად აურიეთ და შეაზავეთ მარილითა და პილპილით.
ბადრიჯნის გაგრილებულ ნაჭრებზე 1 ს/კ ყველის ნაზავი გადაუსვით. მოაყარეთ დაჭრილი რეჰანი და გადაახვიეთ.
ცეცხლგამძლე ჭურჭლის ძირში მოათავსეთ მარინარას სოუსი და ბადრიჯანი (გახსნილი ბოლოთი ქვემოთ) ჩააწყვეთ. მოაყარეთ დარჩენილი ყველი.
აცხვეთ 25–30 წუთით ყველის დადნობამდე. მოაყარეთ რეჰანი. მიირთვით თბილი.