ლონდონში მასობრივი ჩხუბის მონაწილეები დააკავეს, რომლებიც ხმლებით იყვნენ შეიარაღებულები

ლონდონში მასობრივი ჩხუბის მონაწილეები დააკავეს, რომლებიც ხმლებით იყვნენ შეიარაღებულები

ბრიტანულმა პოლიციამ ლონდონში მასობრივი ჩხუბი დაშალა, რომელშიც 40-მდე კაცი მონაწილეობდა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჩხუბის მონაწილეები ხმლებითა და ბოთლებით იყვნენ შეიარაღებულები. სამართალდამცველებმა 2 მათგანი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

ინციდენტის მიზეზები ან სხვა დეტალები უცნობია. ინფორმაცია არც დაშავებულებზე გავრცელებულა.