„გრემის“ მფლობელი, ამერიკელი რეპერი Cardi B ფილმში Assisted Living („მოხუცებულთა თავშესაფერი“) მთავარ როლს შეასრულებს. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კომედიაში Cardi კრიმინალ ემბერის როლს შეასრულებს, რომელსაც ძარცვის მცდელობის შემდეგ მოხუცებულთა თავშესაფარში უწევს დამალვა, სადაც მისი ბებია ცხოვრობს. ამასთან, ის მოხუცებული ქალის გრიმს ატარებს. რეპერისთვის ეს კინოში პირველი მთავარი როლია.
ფილმის სცენარს კეი ოიეგუნი დაწერს, მისი პრემიერის თარიღი კი ჯერჯერობით უცნობია.