შოკოლადის მუსი

შოკოლადის მუსი

ინგრედიენტები

300   გრამი შავი შოკოლადი

3   ცალი კვერცხი

1/4  ჭიქა შაქარი

1   ს/კ კაკაოს ფხვნილი

300   მლ. შესქელებული ნაღები

გახეხილი შოკოლადი მოსართავად

მომზადება

შავი შოკოლადი დატეხეთ და ცეცხლგამძლე თასში გადაიტანეთ. ქვაბში დაბალ ტემპერატურაზე აადუღეთ წყალი და თასი ზემოდან ისე მოათავსეთ, რომ ძირი წყალს არ ეხებოდეს. შოკოლადს გადნობამდე ურიეთ. გადმოდგით თასი ქვაბიდან და ოდნავ გააგრილეთ.

დიდ თასში მოათავსეთ კვერცხი, შაქარი და მიქსერით 5 წუთით ღია და სქელი მასის მიღებამდე თქვიფეთ. შეურიეთ გაცრილი კაკაოს ფხვნილი, გაგრილებული შოკოლადი და კოვზით კარგად აურიეთ.

სხვა თასში ათქვიფეთ ნაღები და კოვზით შოკოლადის ნაზავს კარგად შეურიეთ (ცოტაოდენი ნაღები მოსართავად დაიტოვეთ). მიღებული მუსი 6 ჭიქაში გადაანაწილეთ და მაცივარში სულ მცირე 1 საათით გააცივეთ. მაცივრიდან მირთმევამდე 15 წუთით ადრე გამოიღეთ, შემდეგ მორთეთ ათქვეფილი ნაღებით და გახეხილი შოკოლადით. გემრიელად მიირთვით!