ორიგინალური საუზმე

ორიგინალური საუზმე

ინგრედიენტები

8   ცალი კრუასანის მზა ცომი

8   ნაჭერი მოხარშული ბეკონი

2  ცალი წითელი ბულგარული წიწაკა

2  ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა

5   ცალი კვერცხი

1   ჭიქა გახეხილი ჩედარი

მარილი და პილპილი გემოვნებით

1   ცალი კვერცხი თავზე მოსასმელად

მომზადება

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 190 C–ზე.

კვერცხები თასში ათქვიფეთ და შეურიეთ დაჭრილი წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. წვით კვერცხი ტაფაზე ისე, რომ ერბო–კვერცხი მიიღოთ.

პერგამენტის ქაღალდზე დაალაგეთ კრუასანის 8 ცალი ცომი ვარსკვლავის ფორმის მსგავსად.

თითოეულ ცომზე დააწყეთ ბეკონის ნაჭერი. წრიულად მოაყარეთ ჯერ ყველის ნახევარი, შემდეგ ერბოკვერცხი და ბოლოს ისევ დარჩენილი ყველი.

გადმოკეცეთ კრუასანები. შეგიძლიათ, სურვილისამებრ, თავზე მოუსვათ გათქვეფილი კვერცხი, რაც ცომს ოქროსფერ შეფერილობას მიანიჭებს.

აცხვეთ 20 წუთით, სანამ კრუასანის ცომი არ გადაიბრაწება.