7 ფენიანი სალათა

7 ფენიანი სალათა

ინგრედიენტები

სალათის ფურცლები

300   გრამი პატარა პომიდორი

8   ცალი კარგად მოხარშული კვერცხი

450   გრამი ბარდა

1   თავი პატარა ხახვი

450   გრამი ყვავილოვანი კომბოსტო

2  ჭიქა მაიონეზი

1   ჭიქა არაჟანი

3  ჭიქა გახეხილი პარმეზანი

1   ს/კ შაქარი

მარილი გემოვნებით

4  ჩ/კ პილპილი

230   გრამი შემწვარი ბეკონი

115   გრამი გახეხილი ჩედარი

მომზადება

ინგრედიენტები მინის თასში ერთმანეთის მონაცვლეობით აურიეთ: ძირში მოათავსეთ დაჭრილი სალათის ფურცლები, შემდეგი ფენაა შუაზე გაჭრილი პატარა პომიდვრები, შემდეგ მოაყარეთ ძალიან წვრილად გახეხლი ყვავილოვანი კომბოსტო, შემდეგი ფენა ბარდაა, ბარდის ზემოდან კარგად მოხარშული დაჭრილი კვერცხი ლამაზად მოალაგეთ, შემდეგ კი დაჭრილი წითელი ხახვი.

პატარა თასში ათქვიფეთ მაიონეზი, არაჟანი, გახეხილი პარმეზანი, შაქარი, მარილი, და პილპილი. ეს სალათის ბოლო მე–7 ფენაა. საკმაზი თანაბრად მოასხით სალათას და კიდეებამდე გადაანაწილეთ. მოაყარეთ გახეხილი ჩედარი და შემწვარი და დაქუცმაცებული ბეკონი. დააფარეთ და შედგით მაცივარში 6–8 საათით. კარგად ამოურიეთ და გემრიელად მიირთვით.