სოკოს სენდვიჩი

სოკოს სენდვიჩი

ინგრედიენტები

2   ნაჭერი პური

1   ს/კ ზეითუნის ზეთი

2   კბილი დაკეპილი ნიორი

1   ცალი დაჭრილი ჩილი

1   თავი საშუალო ხახვი

1   ჭიქა დაჭრილი სოკო

მარილი გემოვნებით

3   ს/კ გახეხილი ყველი

მომზადება

გააცხელეთ ტაფა, დაასხით ზეითუნის ზეთი და მოთუშეთ დაკეპილი ნიორი, დაჭრილი მწვანე ჩილი და თხლად დაჭრილი ხახვი.

დაუმატეთ სოკო და მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი. თუშეთ სოკოს შეწვამდე.

პურზე გადაანაწილეთ მოთუშული ინგრედიენტები და მოაყარეთ ყველი.

დააფარეთ პურის მეორე ნაჭერი და მოათავსეთ ტოსტერში ყველის დადნობამდე და პურის გახრაშუნებამდე. მიირთვით ცხელი.