გერმანული საახალწლო ორცხობილები

გერმანული საახალწლო ორცხობილები

ინგრედიენტები

1   ჩ/კ შაქარი

2  ჭიქა თბილი წყალი

1   შეკვრა მშრალი აქტიური საფუარი

2   ჭიქა ქიშმიში

3   ცალი კვერცხი

1   ჭიქა თბილი რძე

2  ჩ/კ მარილი

3   ჭიქა ფქვილი, ან საჭიროებისამებრ

100   მლ. მცენარეული ზეთი შესაწვავად

2   ს/კ შაქრის პუდრა

მომზადება

დიდ თასში, თბილ წყალში გახსენით შაქარი და მოაყარეთ საფუარი. აცადეთ საფუარს გააქტიურება დაახლოებით 10 წუთი, სანამ არ გაიკეთებს კრემივით ფენას წყლის თავზე.

ქიშმიში წყალში გაავლეთ და მსუბუქად შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. შეურიეთ ქიშმიში საფუარის ნარევს. შეათქვიფეთ კვერცხი, თბილი რძე და მარილი საფუარის ნარევს. შემდეგ კარგად შეურიეთ ფქვილი გლუვი მასის მიღებამდე. თუ ცომი იქნება ძალიან წებოვანი, დაუმატეთ ¼ ჭიქით მეტი ფქვილი. დააფარეთ ცომს და მოათავსეთ თბილ ადილას, რომ ამოვიდეს, დაახლოებით 1 საათით.

გააცხელეთ მცენარეული ზეთი 190°C-ზე დიდ ღრმა ტაფაზე. სუფრის კოვზით ამოიღეთ ცომი და ჩადეთ ცხელ ზეთში, ერთ ჯერზე რამდენიმე ცალი. წვით მსუბუქად გადაბრაწვამდე. დააფინეთ ხელსახოცები, ზემოდან დაადეთ რკინის ცხაური და ნამცხვრები მასზე დააწდეთ. მოაპნიეთ შაქრის პუდრა.