ინგრედიენტები
5 ს/კ კოვზი სიროფი
900 გრამი ჩირის ასორტი
500 გრამი ქიშმიში ან შტოში (გემოვნებით)
350 გრამი დარბილებული კარაქი
300 გრამი ყავისფერი შაქარი
5 ცალი დიდი სოფლის კვერცხი
100 გრამი გახეხილი ნუში
150 გრამი თხილი, ნიგოზი ან ნუში
1 ჩ/კ გამაფხვიერებლი
350 გრამი ფქვილი
ლიმონის ცედრა
ფორთოხლისა და ლიმონის წვენი
მომზადება
ნამცხვრის გამოცხობამდე ერთი ღამით ადრე პატარა ქვაბში ჩაასხით სიროფი(მაგალითად ფორთოხლისა და შტოშის წვენის ნაზავი, ცივი შავი ჩაი ან, თუ ძალიან გიყვართ, ბრენდი ან სხვ) და გააჩერეთ დაბალ ტემპერატურაზე (არ აადუღოთ). შემდეგ თასში ჩირი(მაგალითად გარგარი, ფინიკი, ლეღვი, შავი ქლიავი, დაშაქრული ალუბალი, მოცვის ჩირი, დაშაქრული ფორთოხლის) და ცედრა მთლიანად ჩაყარეთ. აურიეთ კარგად და გააჩერეთ მთელი ღამით, რომ გაცივდეს და კარგად გაიჟღინთოს – ჩირი გახდება წვნიანი და სავსე, რაც ცხობისთვის საუკეთესოა. კარაქი მაცივრიდან გამოიღეთ და გააჩერეთ მთელი ღამით, რათა დარბილდეს.
მეორე დღეს, წინასწარ გაახურეთ ღუმელი 160°ჩ–ზე და ორმაგად დააფინეთ პერგამენტი(კალკა) მრგვალ 20 სმ. დიამეტრიან საცხობ ლანგარს, რომ ერთი–ორი სანტიმეტრით ნაპირებს გადმოსცდეს. მიქსერით აურიეთ დარბილებული კარაქი და შაქარი(მუქი შაქრით მუქ ბისკვიტს მიიღებთ). ასევე შეგიძლიათ ათქვიფოთ ხელის სათქვეფითაც დიდ თასში. თქვიფეთ მსუბუქი და ფაფუკი მასის მიღებამდე – თანდათან თქვეფისას მასა გაღიავდება და მიიღებთ ფაფუკ ცომს.
სათითაოდ გატეხეთ და დაუმატეთ კვერცხი, ყოველ ჯერზე მიაყოლეთ სავსე კოვზი ნუში, რომ ნაზავი არ აიჭრას. ამის შემდეგ დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და დარჩენილი გახეხილი ნუში ასევე გარჩეული და მსხვილად დაჭრილი თხილეული და კარგად ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ წინასწარ გაჟღენთილი ჩირი – თასის ძირში სითხე აღარ უნდა იყოს, მაგრამ აუცილებლად დაუმატეთ თასში დარჩენილი წვეთებიც კი. ათქვიფეთ კარგად და დროდადრო თასის კედლები ჩამოფხიკეთ, რომ ყველაფერი მთლიანად აითქვიფოს.
მიღებული ნაზავით შეავსეთ საცხობი ფორმის ¾ ნაწილი და ზედაპირი კარგად მოასწორეთ, რომ ბრტყელი ბისკვიტი მიიღოთ. შესაძლოა, საკმაო რაოდენობის ნაზავი დაგრჩეთ ზედმეტად. მათგან შეგიძლიათ პატარა ნამცხვარი ან ბევრი პატარ–პატარა საახალწლო კექსი გამოაცხოთ.
აცხვეთ 1 საათის განმავლობაში, შემდეგ ნამცხვარი შემოატრიალეთ (იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ღუმელი თანაბრად არ ცხელდება), შეამცირეთ ტემპერატურა 150°ჩ-მდე და აცხვეთ კიდევ 1 საათით. ნამცხვრის მზაობა შეამოწმეთ კბილის ჩხირით ან თხელი დანის პირით – თუ მზადაა, შესაძლოა, დანამ რამდენიმე ნამცეცი მიიკრას, თუმცა თხელი ნარევი აღარ უნდა იყოს. შესაძლოა დასჭირდეს კიდევ 30 წუთით ცხობა, დრო თქვენს ნარევზეა დამოკიდებული.
ცხობის შემდეგ ნამცხვარი ფორმაშივე გააგრილეთ, რომ ფორმა არ დაკარგოს. როცა მისართმევად მზად იქნება, შეგიძლიათ ან ცოტაოდენი პუდრა მოაყაროთ ან დაფაროთ მარციპანით და მორთოთ და გააფორმოთ თქვენი გემოვნებით. ნამცხვარი ძალიან კარგად ინახება დიდი ხნით, ასე რომ მისი მომზადება შობამდე რამდენიმე დღით ადრეც შეგიძლიათ.