ინგრედიენტები
1 ჭიქა დაჭრილი უმარილო კარაქი
2 ჭიქა შაქარი
1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
4 ჭიქა ფქვილი
მომზადება
საშუალო თასში კარაქი, შაქარი და ვანილის ექსტრაქტი კარგად შერევამდე თქვიფეთ.
დაუმატეთ ფქვილი და კარგად შეათქვიფეთ.
ცომი ხელით 5 წუთით ზილეთ. ცომი რბილი და ელასტიკური უნდა იყოს.
ცომისაგან დიდი გუნდა გააკეთეთ, შეფუთეთ და 30 წუთით მაცივარში შედგით.
ამასობაში, გააცხელეთ ღუმელი 180 C-ზე. საცხობ ლანგარს დააფინეთ პერგამენტი.
ცომი 1–1.5 სმ სისქეზე გააბრტყელეთ და ორცხობილას საჭრელით სასურველი ფორმები გამოჭერით.
გამოჭრილი ფომები საცხობ ლანგარზე ერთმანეთისაგან 3–4 სმ–ის დაშორებით მოალაგეთ. სურბილისამებრ, მოაყარეთ ფერად–ფერალი ბურთულები.
აცხვეთ 8–10 წუთით, შებრაწვამდე.
გამოიღეთ ღუმელიდან და გააგრილეთ რკინის ცხაურზე. გემრიელი ორცხობილები მზადაა.