ინგრედიენტები
450 გრამი მაკარონი
450 გრამი საქონლის ხორცის ფარში
მარილი
ახლად დაფქული შავი პილპილი
1 კბილი დაკეპილი ნიორი
1 ჭიქა გახეხილი პომიდორი
1 ჭიქა მოუხდელი რძე
2 ჭიქა გახეხილი ჩედარი
2 ს/კ დაჭრილი ოხრახუში
მომზადება
დიდ ქვაბში აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მარილი და მოხარშეთ მაკარონი. გადაწურეთ და მაკარონი ქვაბში ჩააბრუნეთ.
ამასობაში, საშუალო ტემპერატურაზე დიდ ტაფაზე მოთუშეთ ფარში. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. დაუმატეთ ნიორი და თუშეთ 1 წუთით. დაუმატეთ პომიდორი და რძე. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთით.
შეურიეთ მოხარშული მაკარონი და 1 ჭიქა გახეხილი ყველი ჩედარი. კარგად ამოურიეთ. მოაყარეთ დარჩენილი ყველი და დააფარეთ თავსახური. ადუღეთ ყველის დადნობამდე.
მორთეთ ოხრახუშით და მიირთვით მომზადებისთანავე.