ექიმები 8 დღე ცდილობდნენ მის გადარჩენას, მაგრამ... - რას ამბობს ტიკარაძე 29 წლის კოვიდპაციენტის დაღუპვაზე

ექიმები 8 დღე ცდილობდნენ მის გადარჩენას, მაგრამ... - რას ამბობს ტიკარაძე 29 წლის კოვიდპაციენტის დაღუპვაზე

ეკატერინე ტიკარაძე 29 წლის კოვიდინფიცირებულის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა კლინიკაში შეყვანის დროს საკმაოდ მძიმე იყო.

"ეს ადამიანი 5 დეკემბერს შევიდა სტაციონარში, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ სტაციონარში მოთავსების მომენტში მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. 8 დღის განმავლობაში ექიმები პაციენტის გადარჩენას ცდილობდნენ, მაგრამ, სამწუხაროდ, სასიკეთო შედეგით ეს ვერ დამთავრდა", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.