ჩვენი მოწოდება იქნება, რომ შეზღუდვები მინიმალურად მოიხსნას, ვინაიდან, ის სტაბილიზაცია, რომელსაც მივაღწიეთ, არ იძლევა დიდი ოპოტიმიზმის საფუძველს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს ვიზიტის დაწყების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პირველ რიგში, ჩვენ კომუნიკაცია გვექნება კერძო სექტორთან, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებენ ისინი ყველა იმ მითითების აღსრულებას, რომელიც ეპიდემიოლოგებს ექნებათ და შრომითი უსაფრთხოების სამსახურს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 204 003 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 171 526-ს შეადგენს. გარდაიცვალა 2 002 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.