სამგორის რაიონის გამგებელი აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლებზე - ვისაც დახმარება სჭირდება, აქვს სოციალური სტატუსი, არ აქვს ქონება, უნდა მოვიდეს და განცხადი გააკეთოს

სამგორის რაიონის გამგებელი აფრიკის დასახლებაში მცხოვრებლებზე - ვისაც დახმარება სჭირდება, აქვს სოციალური სტატუსი, არ აქვს ქონება, უნდა მოვიდეს და განცხადი გააკეთოს

სამგორის რაიონის გამგებელის, კახა სამხარაძის განცხადებით, სამგორის რაიონის გამგეობა დაეხმარება აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პირებს, რომლის შენობის დემონტაჟიც განხორციელდა. კახა სამხარაძის თქმით, სოციალურად დაუცველებმა გამგეობას განცხადებით უნდა მიმართონ.

"კონკრეტულად, ვისაც დახმარება სჭირდება ჩვენი მხრიდან, აქვს სოციალური სტატუსი, არ აქვს ქონება, უნდა მოვიდეს და განაცხადი გააკეთოს. განაცხადის საფუძველზე გამგეობა გასცემს პასუხს. ვინც სოციალურად შეჭირვებულია და სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება დახმარება ინიდივიდუალურად შემოაქვს განცხადება, ამ განცხადების საფუძველზე ვიწყებთ განხილვას. გამგეობა ქირას საკმაოდ ბევრ ადამიანს უხდის სამგორის რაიონში. უნდა იყოს სამგორის მცხოვრები, კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. თუ არ არის სამგროში ჩაწერილი, სხვაგან ხომ იქნება ჩაწერილი ",-განაცხადა კახა სამხარაძემ.