„ნაციონალური მოძრაობის“ სიით გასულმა რესპუბლიკელმა ირაკლი ჩავლეიშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ჩავლეიშვილი წერს, რომ "დეპუტატის ადგილი პარლამენტშია" და ჟურნალისტებთან დამატებითი განმარტებების გაკეთებას არ აპირებს.
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჩავლეიშვილის აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლას უკვე გამოეხმაურა:
“გამოჩნდა პირველი “შემსვლელი” მერცხალი – რესპუბლიკელი (არ ვიცი მოქმედი თუ ყოფილი) შევიდა აჭარის უმაღლეს საბჭოში. პარტიის ბოიკოტის საწინააღმდეგოდ. სულ ცინცხალი ამბავია და პარტიის პოზიცია არ ვიცით. რა სიმბოლური დღეა: ვიღაც გადადგა, ვიღაც შევიდა. ვნახოთ რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე” – წერს გვარამია.