16-17 დეკემბერს საქართველოში, ძირითადად, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.