"ჩემი უმცროსი შვილი სტრესისგან დაავადდა… მაქვს ისტერიკა" - რას ამბობს გვარამია საკუთარ შვილებთან დაკავშირებით?

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას თქმით, მისი ბოლოდროინდელი კრიტიკული განცხადებები და “ისტერიკა” აშშ-სა და ზოგადად დასავლელი ელჩების მისამართით “ქართული ოცნების” მუქარების გამო მის ოჯახში არსებული პრობლემებითაა გამოწვეული.

“რაც შეეხება ჩემს ისტერიკას, კარგად მომისმინეთ ყველამ, მე საკუთარ თავთან და საკუთარ ბედთან დაკავშირებით პრობლემები არ მაქვს და შეკითხვებიც არ მაქვს, მე დიდი ხანია შეგუებული ვარ იმას, რომ ციხეში ჯდომა მომიწევს, ამის არ მეშინია, ამას ველოდები, მაგრამ მე არ შემიძლია მტირალი სოფოს ყურება, არ შემიძლია როცა ჩემი უფროსი შვილი, რომელიც ამერიკაშია, წლების განმავლობაში ვერ ვნახულობ და მისთვის აქ ჩამოსვლა გამორიცხულია იმიტომ, რომ მეშინია, რამე არ მოუწყონ. მე არ შემიძლია, როცა ჩემს საშუალო შვილს, რომელიც, როგორც ხვდება რომ რაღაც ხდება, იწყებს "სერჩვას" და ნერვიულობაზე ენა ებმება. მე არ შემიძლია, როცა ჩემი უმცროსი გოგო სტრესისგან ვიტილოგოთი დაავადდა… და მაქვს ისტერიკა და თუ მაქვს, ბოდიშს ვუხდი ყველას”, – აცხადებს ნიკა გვარამია.

Aburjga Tasmanieli ხო, ჩვენც, ვინც ეთერიდან გიცქერს და ისმენს თქვენს არაადეკვატურ განცხადებებს, შეგამჩნიეთ რომ დაავადებული ბრძანდებით (ნიშნის მოგებით არ გეუბნები, ან ჯიბრით) ! თუ გაქვთ არჩევანის შესაძლებლობა - გამოსავალი, დაისვენეთ თქვენი საქმიანობიდან, იმკურნალეთ, კარლოვი-ვარი მოგიხდებათ! გეტყობათ ძალიან ნიჭიერი კაცი ბრძანდებით, მაგრამ ახლა ავად ხართ. თქვენ დაავადებას მგონი ძალიან შორსწასული კლინიკა აქვს, მაგრამ დღევანდელი მედიცინა სასწაულებს ახდენს. გაერიდეთ ამ საშინელებას. წაბრძანდით კარლოვივარში, იქ კვალიფიციური ექიმები თქვენს ორგანიმზმს გაწმენდენ დაგროვილი შხამებისაგან, კიდევ მრავალ სასარგებლო თერაპიას შემოგთავაზებენ (მე არ მაქვს საშუალება თორემ მეც წავიდოდი). მერე იქედან წაბრძანდით შვეიცარიაში, ალპებში. შვილიც იქ გამოიძახეთ, გაიხარეთ დატკბით მასთან ურთიერთობით. მოკლედ მიხედეთ თავს!
4 წლის უკან