„ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერით, პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა

„ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერით, პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველომ”, თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერით, პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა.

პრემიერ - მინისტრობის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობას კვირის ბოლომდე დაასახელებს.

მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან ორი კვირის ვადაში პარლამენტი ნდობას უცხადებს საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.