„ჯერ ხომ დეგნანი კინაღამ გადაჯეგეს მედია-საგიჟეთებიდან გამოვარდნილმა ჟურნალისტებმა და მერე ამ ეშმაკის კლარნეტმა, ბაღლინჯო გვარამიამ ახალი სიბინძურე გადმოანთხია“

„ჯერ ხომ დეგნანი კინაღამ გადაჯეგეს მედია-საგიჟეთებიდან გამოვარდნილმა ჟურნალისტებმა და მერე ამ ეშმაკის კლარნეტმა, ბაღლინჯო გვარამიამ ახალი სიბინძურე გადმოანთხია“

ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„მე მხოლოდ ის მინდა, რომ მსოფლიო შევაჩერო, გადავარჩინო თვითმკვლელობისაგან“, - დატვიტა გუშინ დონალდ ტრამპმა.

მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს პრეზიდენტი ვერ ერევა საშინელ ავადმყოფობას, ადამიანური ბუნების დაცემის შედეგად აღმოცენებულ ათეიზმის, სიგიჟისა და გარყვნილების აგრესიულ ნაზავს, რომელიც კიბოს მეტასტაზებივით არის მოდებული სოციალურ სხეულს.

აგრესიული ლიბერალიზმის ვირუსმა ჯერ განათლების სისტემა დაავადმყოფა, შემდეგ იქ დაზომბირებული ადამიანები დაეპატრონენ მედიას და სოციალურ ქსელებს, ხელში ჩაიგდეს მოვლენების შეფასების მონოპოლია, არიეს ღირებულებითი პრიორიტეტები და მოახდინეს საზოგადოების სრული დეზორიენტაცია.

საღი აზრი დარჩა მისი რეალიზაციის ინსტრუმენტების გარეშე, დანაწევრდა, გაიხლიჩა და გადაიქცა კოლექტიურ „ხმად, მღაღადებლად უდაბნოსა შინა“.

ეს მუტაცია საოცრად სწრაფად, თუ მასშტაბებს გავითვალისწინებთ, ელვის სისწრაფით მოხდა.

ვინ წარმოიდგენდა, რომ ბაიდენი, რომლის შვილზე და ძმაზე სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, სადაც თვითონ და მისი ვიცე- კამალა ჰარისიც ფიგურირებენ, შეიძლება რეალურად გახდეს პრეზიდენტი, მიუხედავად აშკარა, თავხედური შეთქმულებისა, არჩევნების შედეგების მოპარვის მიზნით?

ვინ წარმოიდგენდა, რომ კამალა ჰარისი, ადამიანი, რომელიც მხილებული მატყუარაა თავის წარმომავლობის და წარსულის შესახებ, ამერიკის პოტენციური პრეზიდენტი გახდებოდა?

ამერიკული სასამართლო სისტემა ისეა გართული საკუთარი პროცედურული ხვანჯებით, რომ ამ ფორმალურ პროცედურების სასარგებლოდ საღი აზრისთვის აშკარა და თვალხილული ფაქტების დანახვაზეც კი უარს ამბობს.

აგრესიული მარქსისტულ-ტროცკისტული შემოტევის წინააღმდეგ სასამართლო სისტემის გამოყენების არსებული პრაქტიკა იმას ჰგავს, სახლში მკვლელი შემოვარდეს და შენ თავდაცვის მაგივრად სისხლის სამართლის ის მუხლი უკითხო, რომელიც მკვლელობისთვისაა გათვალისწინებული.

ანალოგიური სიტუაციაა ჩვენთანაც.

ამ აღგზნებულ ავადმყოფებს ხელში აქვთ ჩაგდებული საგანმანათლებლო სისტემის და მედიის უდიდესი ნაწილი, ჰყავთ ზომბირებული მომხრეები და მომავალ თაობაზე მუშაობენ. ასე თუ გაგრძელდა არც უფრო მძიმე შედეგები დააგვიანებს.

ამას გუშინდელი ამბებიც ნათლად აჩვენებს.

ჯერ ხომ კელი დეგნანი კინაღამ გადაჯეგეს მედია-საგიჟეთებიდან გამოვარდნილმა ახალგაზრდა ჟურნალისტებმა.

მერე ამ ეშმაკის კლარნეტმა, ადამიანმა ბაღლინჯომ გვარამიამ ახალი სიბინძურე გადმოანთხია და კვლავ ჯავრი აჭამა ისედაც ამ ჯავრის ჭამით დაავადებულ ხალხს.

შემდეგ სისულელეთა მთელი კასკადი მოვისმინეთ.

მათ შორის განსაკუთრებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გამოირჩა, რომელმაც განაცხადა, რომ შეიძლება არჩევნები არ გაყალბდა, მაგრამ ხელახალი არჩევნები მაინც უნდა ჩავატაროთ, რომ დაძაბულობა მოიხსნას.

"ახალ სოკრატეს," რომლის პრეზიდენტად გამორჩევის საიდუმლოს, იმედია, მისი გამომრჩევი ისტორიას და ერს ოდესმე გაუმხელს, დაავიწყდა გაეგრძელებინა, რომ თუ ხელახალი არჩევნების შემდეგ ისევ შეიქმნება დაძაბულობა, ისევ ჩავატაროთ არჩევნები, მერე ისევ და ვიყოთ ასე, მუდმივ არჩევნებში, სანამ პარლამენტში ყველა ამბიციური გიჟი არ შეეტევა და თხა და მგელი ერთად არ მოძოვს, რისი მაგალითიც აგერ გვაქვს ბურჯანაძის და ბოკერიას სახით.

ამ დოღს არც ISFD-ი ჩამორჩა. ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე დასტრესილია, რომ დაზუსტებულ კვლევაში თითქმის იგივე შედეგები დაჯდა, რაც ცესკოს მონაცემებშია.

ანუ, ელენე ნიჟარაძისთვის სტრესია, რომ შედეგები ლიბერალური კონგლომერატის ტირაჟირებულ დისკურსს არ დაემთხვა არჩევნების გაყალბების შესახებ.

ანალოგიები იმიტომ მომყავს, რომ გასაგები გახდეს რა პროცესი მიმდინარეობს,

ერთი წუთით წარმივიდგინოთ, რომ გვარამია მართავს CNN-ს, გრიგოლია NSBS-ს, თარგამაძე BBC-ს, მელაძე ტვიტერს, ჩერგოელეიშვილი ფეისბუკს, ხოლო ნაცები და ევრონაცები აშშ-ს სათავეში მოდიან,

სწორედ ასეთი სიტუაციაა აშშ-ში და ამის შესახებ დატვიტა შეძრწუნებულმა დონალდ ტრამპმა.

არადა, ამ ავადმყოფობის მკურნალობას სულ სხვა მიდგომები ჭირდება რომელიც არაერთგზის არის გამოყენებული ეფექტურად, თუმცა ამ საკითხზე საუბარს აქ აღარ გავაგრძელებ.

Aburjga Tasmanieli სწორედ საინტერესო ადგილას შეწყვიტე, მთავარი ვერ თქვი??!!
4 წლის უკან
არაგველი641 Aburjga Tasmanieli - თქვენ გააგრძელეთ! საინტერესო იქნება!
4 წლის უკან