კარლ ჰარცელი: ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საერთო ენის გამონახვა მომავალ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შევძელით

კარლ ჰარცელი: ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საერთო ენის გამონახვა მომავალ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შევძელით

ხვალ ვნახავთ, რამდენად შესაძლებელია ჯერ კიდევ პროგრესის მიღწევა, ვიდრე პარლამენტი მუშაობას დაიწყებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განაცხადა. კარლ ჰარცელის თქმით, ყველა მხარე დიალოგის გაგრძელების ერთგულია. მან ასევე აღნიშნა, რომ მომლაპარაკებლებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.

„ვფიქრობ, გასული ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ამასთან, ჩვენ ვიცით, რომ ეს დისკუსიები რთულად მიმდინარეობს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საერთო ენის გამონახვა მომავალ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით შევძელით. ეს გადამწყვეტია, რათა მომდევნო არჩევნების დროს იმაზე ნაკლები ხარვეზი ვიხილოთ, ვიდრე წინა არჩევნებზე ვნახეთ. ეს კარგი ამბავია. სხვა საკითხები რჩება მაგიდაზე. ბევრი მათგანი ჯერ გადაუწყვეტელია. ჩვენ ვნახავთ, რამდენად შესაძლებელია წინ წაწევა“, - განაცხადა ჰარცელმა.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი ხვალ გაიმართება.