სოზარ სუბარი: რევოლუციური განწყობები საზოგადოებაში არ არის, იმიტომ რომ სტაბილურობა არის მთავარი ღირებულება, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე გაიყვანს

სოზარ სუბარი: რევოლუციური განწყობები საზოგადოებაში არ არის, იმიტომ რომ სტაბილურობა არის მთავარი ღირებულება, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე გაიყვანს

რევოლუციური განწყობები ამ საზოგადოებაში არ არის, იმიტომ რომ სტაბილურობა არის მთავარი ღირებულება, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე გაიყვანს, - ამის შესახებ სოზარ სუბარმა განაცხადა. სამგორის არჩეულმა მაჟორიტარმა „დღის ქრონიკაში“ იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციაში მოიძებნება ძალები, რომლებიც პარლამენტში შესვლას გადაწყვეტენ.

„ვინც არ შევა, ვინც რევოლუციაზე ფიქრობს, ის, ბუნებრივია ვერ შევა და არ შევა (პარლამენტში ), იმიტომ რომ მას საერთოდ არ სჭირდება დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში, მას არ სჭირდება არჩევნების ლეგიტიმაცია. მათ სჭირდებათ რევოლუცია, იმიტომ რომ ხედავენ, რომ სხვანაირად ძალაუფლებაში ვერ მოდიან. იგულისხმება სააკაშვილი და სააკაშვილის განსაკუთრებით ბნელი მიმდევრები ამ ახალ პარტიაში“, - აღნიშნა სუბარმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 1%-იანი ბარიერი არჩევნებზე სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით დაწესდა, რათა მმართველი გუნდი მრავალფეროვანი პარლამენტის მომხრე იყო, ოპოზიციური პარტიები კი 5%-იანი ბარიერის დაწესებას ემხრობოდნენ.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი მიმდინარეობს. მანამდე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ოპოზიური პარტიების წარმომადგენლებს Facebook პოსტებში მიმართავენ და მათ მოუწოდებენ, პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიიღონ.