მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) შვეიცარიის კონფედერაციის დაფინანსებით, კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმალიზაციის, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს COVID-19-ისგან დამცავი პერსონალური აღჭურვილობა (სახის დამცავი ფარები, პირბადეები, ბიოკომბინიზონები, ასევე, სამედიცინო ხალათები, დამცავი სათვალეები, ბახილები, რესპირატორები და ერთჯერადი ხელთათმანები) გადასცა.
დახმარება “მიგრაციისა და საზღვრის მართვაში საქართველოს მთავრობის Covid-19 რეაგირების მხარდაჭერის” პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
აღნიშნულ აღჭურვილობას საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და კონტროლის ზონებში კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ სხვადასხვა პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას გამოიყენებენ.