დიმიტრი ხუნდაძე: „ჯანდაცვის სისტემაში ვითარების ხელოვნურად დაძაბვა, ყველასთვის საზიანოა“

დიმიტრი ხუნდაძე: „ჯანდაცვის სისტემაში ვითარების ხელოვნურად დაძაბვა, ყველასთვის საზიანოა“

„17 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტი ძალიან მძიმეა, მაგრამ ინფორმაციის დამახინჯება, თითქოს გოგონა კოვიდ ინფიცირებული იყო  და ბინაში გარდაიცვალა, რადგან ვერ მოხერხდა კლინიკაში გადაყვანა არის უსაფუძვლო და ტყუილი“ - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება  ინფორმაცია, თითქოს გარდაცვლილი ახალგაზრდა კოვიდ ინფიცირებული იყო და ვერ მოხერხდა მისი კლინიკაში გადაყვანა. 

„ეს არის მცდელობა, რომ ვითარება დამძიმდეს, მოხდეს სამედიცინო სექტორის, ექიმების, კლინიკების და მინისტრის დისკრედიტაცია. ეს არის ყველასთვის საზიანო, მათ შორის იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც მას აკეთებენ და ცდილობენ უფრო მეტად დაამძიმონ ვითარება“, - განაცხადა  დიმიტრი ხუნდაძემ.