მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი კომპანიის SolAbility-ის გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსის (GSC index 2020) მიხედვით, საქართველო 40 საუკეთესო ქვეყანას შორის მოხვდა საქართველო მსოფლიოში 37-ე ადგილზე გავიდა, ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აიღო (51.2), რეიტინგის 7-წლიანი გაუმჯობესების მიხედვით კი მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ეკონომიკის ექსპერტის ნიკოლოზ მჭედლიშვილის განცხადებით, ასეთი რეიტინგები წარმოადგენს ინვეტორებისათვის ერთი დიდი სურათის შემადგენელ ნაწილს, რაც შემდგომში მათ აძლევთ საშუალებას, გააკეთონ ინვესტიციები ამა თუ იმ ქვეყანაში.
„ძალზედ მნიშნვნელოვანია, რომ საქართველოს აქვს ძლიერი წინსვლა ამ რეიტინგში. 2012 წელთან შედარებით, საქართველო სარეიტინგო პოზიციის გაუმჯობესების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ცნობისათვის GSC index 2013-ის მიხედვით (რომელიც 2013 წლამდე პერიოდს ასახავს) საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ჩამორჩენილ, 95-ე ადგილზე იყო პაპუა ახალ გვინეასა (94-ე) და ნეპალს(96-ე) შორის, დღეისთვის კი სარეიტინგო პოზიცია 58 ადგილით აქვს გაუმჯობესებული“, - განაცხადა ნიკოლოზ მჭედლიშვილმა.
მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსი აერთიანებს 5 აგრეგატში გაერთიანებულ 127 ინდიკატორს და ეფუძნება გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, OECD-ის და მსოფლიოს სხვადასხვა კვლევითი ცენტრების პროფილურ გამოკვლევებს (World Bank Indicator database, various UN agencies (UNDP, UNEP, UNICEF, FAO, WHO, WMO,