მამუკა მდინარაძე 17 წლის გოგოს გარდაცვალებაზე: ტყუილის დრო არასდროს არ არის, მაგრამ ამის დრო განსაკუთრებით ახლა არ არის და მებრძოლებს ომის დროს თავს არ უნდა დაესხა

მამუკა მდინარაძე 17 წლის გოგოს გარდაცვალებაზე: ტყუილის დრო არასდროს არ არის, მაგრამ ამის დრო განსაკუთრებით ახლა არ არის და მებრძოლებს ომის დროს თავს არ უნდა დაესხა

17 წლის გოგონასთან დაკავშირებით ძალიან რბილად ვიტყვი, სამწუხაროა, რომ იმ ხარვეზების მიუხედავად, რაც ბუნებრივია ამ ძალიან რთულ სიტუაციაში, რაც ეპიდემიას თან ახლავს და ხარვეზი, რა თქმა უნდა, იქნება და ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ ვიღაცას თავს დავესხათ კი არა და გავილაშქროთ კი არა ჯანდაცვის მინისტრსა და ექიმებზე და ასე შემდეგ და რაღაცა კონტენტები მაგალითად სოც. ქსელებში ვაკეთოთ მათი თავდასხმისათვის, არამედ ერთად დგომით ამ ხარვეზებსა და მის აღმოფხვრაზე ვიმუშაოთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„ზოგ შემთხვევაში შეიძლება კრიტიკა სამართლიანიც იყოს, მაგრამ აბსოლუტურად არაფერ შუაში სადაც არ არის კოვიდი, ასეთი ფაქტების კიდევ ამაზე მიწებება ეს მართლაც ვეღარ ვამბობ რბილად, ამაზრზენია, ძალიან ცუდია და მე ვფიქრობ, რომ ამისი დრო, ტყუილის დრო არასდროს არ არის, მაგრამ ამისი დრო განსაკუთრებით ახლა არ არის და მებრძოლებს ომის დროს თავს არ უნდა დაესხა. ეს დაუწერელი წესია მათ შორის“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

3 დეკემბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, კორონავირუსით 17 წლის გოგო გარდაიცვალა. მიზეზად კი, პაციენტის კლინიკამდე ვერ მიყვანა დაასახელეს. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა.