მამუკა მდინარაძე: ერთად დგომით ამ გამოწვევასაც მალე დავძლევთ და ცხოვრებისა და ქვეყნის განვითარების ნორმალურ რითმს დავუბრუნდებით

მამუკა მდინარაძე: ერთად დგომით ამ გამოწვევასაც მალე დავძლევთ და ცხოვრებისა და ქვეყნის განვითარების ნორმალურ რითმს დავუბრუნდებით

მამუკა მდინარაძემ მოსახლოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მოწოდებებისა, ოჯახებში თავშეყრა მაინც ხდება. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოვუწოდებთ თითოეულ მოქალაქეს მაქსიმალურად გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და თანამოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან წესები. სამწუხაროდ, შეზღუდვების მიუხედავად, ჯერ კიდევ ფიქსირდება სუფრები და თავყრილობები ოჯახებში, ასევე ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფი პირების წესების დარღვევით გადაადგილება ქალაქებსა თუ სოფლებში.

გთხოვთ, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და მეტი პასუხისმგებლობით მოვეპყროთ ერთმანეთის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. დღეს, პირველ რიგში, ამაში გამოიხატება საკუთარი ოჯახის, მეზობლის, თანამემამულის და საკუთარი სამშობლოსადმი სიყვარულიც და პასუხისმგებლობაც. დარწმუნებული ვარ, ერთად დგომით, ერთმანეთის პატივისცემით და ერთმანეთის გაფრთხილებით, ამ გამოწვევასაც მალე დავძლევთ და მალე დავუბრუნდებით ცხოვრებისა და ქვეყნის განვითარების ნორმალურ რითმს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.