ბექა ლილუაშვილი დავით გარეჯის საქმეზე:  დაცვის მხრიდან ხდება მტკიცებულებების დელეგიტიმაცია იმით, რომ წარმოდგენილია გიგი უგულავას ძმის დასკვნები

ბექა ლილუაშვილი დავით გარეჯის საქმეზე:  დაცვის მხრიდან ხდება მტკიცებულებების დელეგიტიმაცია იმით, რომ წარმოდგენილია გიგი უგულავას ძმის დასკვნები

დავით გარეჯის საქმეში ოპოზიციის პოლიტიკური ინტერესები დევს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

როგორც ჟურნალისტებს ბექა ლილუაშვილმა განუცხადა, დაცვის მხრიდან ხდება მტკიცებულებების დელეგიტიმაცია იმით, რომ წარმოდგენილია გიგი უგულავას ძმის დასკვნები.

 „ოპოზიციამ პირველივე დღიდან დაიწყო ამ პროცესის პოლიტიკური შეფასებები. ჩვენ ველოდებით მიმდინარე გამოძიების შედეგებს და შესაბამისად, არ შევდივართ სამართლებრივი შეფასებების ნაწილში.  თუ ამ ისტორიაში სადმე პოლიტიკური ინტერესია, ეს მთლიანად არის ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების მხარეს, იმიტომ, რომ ფაქტობრივად დაცვის მხრიდან ხდება  მთელი მტკიცებულებების დელეგიტიმაცია იმით, რომ წარმოდგენილია მაგალითად გიგი უგულავას ძმის დასკვნები კარტოგრაფიასთან დაკავშირებით.  ჩვენ, ველოდებით გამოძიებას და სამართლებრივ შეფასებას“ - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.