ინგრედიენტები
ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის - 6-8 ცალი
ხახვი - 1 თავი
ნიორი - 4 კბილი
საქონლის ხორცის ფარში - 200 გ
ძეხვი - ტკბილი, იტალიური, 200 გ
მარილი - 1 ჩ/კ
დაფქული წითელი წიწაკა - 1/2 ჩ/კ
პომიდორი - 150 გ
ტომატის წვენი ან ტომატპასტა - 150 გ
ყველი რიკოტა - 425 გ
პარმეზანი, გახეხილი - 1 ჭიქა
ბაზილიკი ან რეჰანი - დაჭრილი, 1/2 ჭიქა
კვერცხი - 1 ცალი
ლაზანიას ფირფიტები - 8-10 ცალი, ოთხკუთხედებად დაჭრილი
მოცარელა ან სულგუნი - გახეხილი, 1 ჭიქა
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
მოაჭერით წიწაკებს თავი და ამოაცალეთ თესლი. გადაიტანეთ გამოსაცხობ ოთხკუთხედ ფორმაზე და აცხვეთ 20 წუთი, რათა დარბილდეს.
გააცხელეთ 2 ს/კ ზეთი დიდ ქვაბში, ჩაყარეთ დაჭრილი ხახვი და ნიორი და მოხრაკეთ. შემდეგ დაუმატეთ საქონლის ფარში და წვრილად დაჭრილი ძეხვი. მოაყარეთ მარილი და პილპილი.
თშეთ ხორცი, სანამ წვენი არ ამოშრება და არ დაიბრაზება ყველა მხრიდან.
დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი პომიდორი და ტომატის სოუსი. მიიყვანეთ ადუღებამდე, შემდეგ კი თუშეთ 5-10 წუთი.
პატარა ჯამში ერთმანეთში აურიეთ რიკოტა, პარმეზანი, ბაზილიკი და კვერცხი.
გამოიღეთ წიწაკები ღუმელიდან, გადაუქციეთ ზედმეთი სითხე, რომელიც შიგნით დაგროვდა.
ააწყვეთ ლაზანია თითოეულ წიწაკაში. ჯერ მოათავსეთ 2 ს/კ სოუსი, შემდეგ ლაზანიას 1 ფირფია, 2 ს/კ რიკოტას მასა, შემდეგ გაიმეორეთ ფენები, სანამ წიწაკა არ ამოვსება. ზემოდან მოაყარეთ გახეხილი მოცარელა.
აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში, სანამ ყველი არ გადნება და არ დაუბრაწება.