სახლში მომზადებული უგემრიელესი კანფეტები – დაამშვენებს ყველანაირ სუფრას

სახლში მომზადებული უგემრიელესი კანფეტები – დაამშვენებს ყველანაირ სუფრას

ინგრედიენტები

კაკაო - 5 სკ

ორცხობილა - 500 გრ

შესქელებული რძე - 380 გრ

ნიგოზი - 100 გრ

კარაქი - 200 გრ

მომზადების წესები

კარაქი გაადნეთ, ცალკე დააქუცმაცეთ ორცხობილა და ნიგოზი. ჯამში მოვათავსეთ კაკაო, შესქელებული რძე, დაქუცმაცებული ორცხობილა და ნიგოზი და ყველაფერი კარგად შეურეეთ ერთმანეთს, ბოლოს დაუმატეთ კარაქი.

მაცივარში დააყოვნეთ 2 საათით, შემდეგ მიეცით მრგვალი ფორმა და ამოავლეთ სათითაოდ კაკაოს ფხვნილში, გახეხილ ნიგოზში და ქოქოსის ფანტელებში. შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ  ნებისმიერი ჩირი.

დაამშვენებს თქვენს საახალწლო სუფრას, მართლაც უგემრიელესია და  საოცარი არომატი აქვს.