უგემრიელესი დესერტი ჟელატინით

უგემრიელესი დესერტი ჟელატინით

ინგრედიენტები

ჟელატინი - 25 გრ

ხაჭო - 600 გრ

ნაღები - 200 გრ

თეთრი შოკოლადი - 100 გრ

შავი შოკოლადი - 100 გრ

შაქარი - 6 სკ

მომზადების წესები

გახსენით ჟელატინი 150 მლ მდუღარე წყალში, გააჩერეთ 30-40 წუთი, შემდეგ შემოდგით, ნელ ცეცხლზე, თან ურიეთ მომზადებამდე.

გაადნეთ თეთრი და შავი შოკოლადი ორთქლის აბაზანაზე ცალ-ცალკე ჭურჭელში, თითოეულში ჩაამატეთ 300 გრ ხაჭო, 100 მლ ნაღები, 75 გრ ჟელატინი, 3 სკ შაქარი და  ათქვიფეთ ბლენდერით კარგად.

ლამაზ ფორმაში ფენე-ფენა ჩაასხით ორივე მასა და შედგით მაცივარში 2-3 საათი. გამოიღეთ მაცივრიდან, ამოატრიალეთ თეფშზე, მოაყარეთ თავზე გახეხილი შოკოლადი და გემრიელად მიირთვით.