"რაფაელოს" კრემი ტორტებისთვის

ინგრედიენტები

ქოქოსის ფანტელი - 70 გ

თეთრი შოკოლადი - 200 გ

დარბილებული კარაქი - 200 გ

შესქელებული რძე - 400 გ

მომზადების წესები

შოკოლადი  გაადნეთ ორთქლზე.  დარბილებული კარაქი და შესქელებული რძე კარგად ათქვიფეთ ერთად,  შემდეგ დაამატეთ შეგრილებული შოკოლადი და კარგად აურიეთ.

დაამატეთ ქოქოსის ფანტელი და კვლავ კარგად აურიეთ. შეარჩიეთ ყველაზე წვრილად დაფქული ქოქოსი. 

მზა კრემი გადაიტანეთ მინის ქილაში დაშეინახეთ მაცივარში. კრემი შეგიძლიათ გამოიყენოთ ტორტებსა და ნამცხვრებში ან სხვა ნებისმიერ შესაფერის დესერტში.