ინგრედიენტები
ბრინჯი - 500 გ
წყალი - 1 ლ
ფორთოხლისა და ლიმონის ზეთი - 50 მლ
კარაქი - 100 გ
შაქარი - 200 გ
მარილი – 0,5 ჩაის კოვზი
ვანილი - 2 ც
ქიშმიში, გარგარი
მომზადების წესები
ბრინჯი გავრეცხოთ, ცალკე ქვაბში ჩავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე, დავუმატოთ კარაქი + ზეთი, შაქარი და მარილი.
როცა კარგად გაიხსნება წყალში შაქარი და კარაქი, დავუმატოთ ბრინჯი და ქვაბს თავზე დავაფაროთ, ვშუშოთ ნელ ცეცხლზე, სანამ წყალს არ დაიშრობს.
დაახლოებით 35-40 წთ საკმარისი იქნება, ბოლოს ვამატებთ ქიშმიშსა და გარგარს.