თევზი არაჟანში – უმარტივესი რეცეპტი

თევზი არაჟანში – უმარტივესი რეცეპტი

ინგრედიენტები

სკუმბრია - 900 გრ

არაჟანი - 350 გრ

ხახვი - 250 გრ

სასურველი მწვანილი - 1 კონა

მცენარეული ზეთი

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესები

კარგად გაასუფთავეთ თევზი და დაჭრით თანაბარ ნაჭრებად. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. დაელოდეთ 15 წუთის განმავლობაში.

ხახვი დაჭერით წვრილად. დაასხით ტაფაზე მცენარეული ზეთი და მოთუშეთ.

შეწვით თევზი და როდესაც მიიღებს ოქროსფერ შეფერილობას– დაამატეთ ხახვი.

დაასხით არაჟანი. თუ გაქვთ სქელი არაჟანი, გაათხელოთ წყლით და კარგად აურიეთ. შემდეგ დაასხით ტაფაზე, ისე რომ დაფაროს თევზის ნაჭრები. შეწვით საშუალო ცეცხლზე, დააფარეთ თავსახური და დაელოდეთ კიდევ 15 წუთი.