ინგრედიენტები
გოგრა - 500-600 გ
გოგრის რბილობი - 1,5 ჭიქა
ხახვი - 1 თავი
რბილი ყველი - 100 გ
ქათმის ან ბოსტნეულის ბულიონი - 1 ჭიქა
გოგრის თესლი, მოხალული - 1 ს/კ
ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
არაჟანი ან ნაღები - 50 მლ
სასურველი მწვანილი
მარილი და პილპილი
მუსკატის კაკალი (ჯავზი)
მომზადების წესები
გოგრას მოვაჭრათ ზედა ნახევარი, ფრთხილად ამოვაცალოთ თესლი და 80-100 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდოთ.
ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ ზეთში, დავუმატოთ დაჭრილი გოგრის რბილობი და 2-3 წუთი ვშუშოთ. დავასხათ იმდენი წყალი, რომ დაფაროს და მოვხარშოთ. შევურიოთ ყველი და სანელებლები. მასა ბლენდერში ავთქვიფოთ და გამომცხვარ გოგრაში ჩავასხათ. წვნიანს უნდა ჰქონდეს კრემისებური კონსისტენცია. ზემოდან მოვასხათ ნაღები.